თეგებით ძიება

ხელოვნურად გაზარდეს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მოტყუებით დაეუფლნენ 108 032 ლარს - საგამოძიებო სამსახური ინფორმაცია ავრცელებს

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, წარმოადგენდა COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებას. აღნიშნულ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, ხსენებული დაწესებულების დირექტორმა და ფარმაცევტმა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 108 032 ლარს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა