თეგებით ძიება

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ზურა ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადდა.

საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის. ასევე მას დაეკისრა 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს, კორპუსის სადარბაზოში დააკავეს.

მას პროკურატურა სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა და წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლები. მათგან ყველაზე მკაცრ სასჯელს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს – როგორც აღვნიშნეთ, ეს მუხლი ითვალისწინებს – 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინი – მას ბრალად აღნიშნული ოდენობების ფლობა ედებოდა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ოდენობები დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებში მოხვდა.

ნიჟარაძის ბრალიდან გამომდინარე, მოსალოდნელი ყველაზე მკაცრი სასჯელი MDMA-იმ და მისმა ოდენობამ – 1.4628 გრამმა განაპირობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა