გარდაცვლილი ჯარისკაცი გორში - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გორში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი კაცი სამხედრო მოსამსახურეა.
როგორც სამინისტრო წერს, გარდაცვლილი 1982 წელს დაბადებული კაპრალი ივანე გოგიძეა.
"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა", - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.