თეგებით ძიება
29. 12. 2023 მსოფლიო

რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა - დაშავდა 76

29 დეკემბრის დილას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ, განაცხადა.

კიევი: დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 18;

ლვოვის ოლქი: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 9;

დნეპროპეტროვსკის ოლქი: დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 4 პაციენტი გადაარჩინა;

ოდესის რაიონი: სულ დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 15;

ხარკოვის რეგიონი: ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა;

ზაპოროჟიეს რეგიონი: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 10.

დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, საწყობები. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. შემთხვევის ადგილებზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები, მაშველები და პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმა იყო კიევის, ზაპოროჟიეს, დნიპროს, ხარკოვისა და სუმის ოლქებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა