თეგებით ძიება

უკრაინა ვერ ფლობს უპირატესობას, იმიტომ, რომ აკლია შეიარაღება, რუსეთს აკლია მოტივაცია - მამუკა მამულაშვილი

"ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდა, თითქოს ოკუპანტი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ასევე, რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოკლეს.

მამულაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია და ადასტურებს, რომ „ქართული ლეგიონი“ დიდ ზიანს აყენებს მტერს.

„რუსულ პოლიტიკას წყალი აქვს შემდგარი, ახლოვდება არჩევნები და სჭირდება რუსეთის გმირობები ფრონტის ხაზზე. ერთ-ერთ გმირობად ჩათვალეს ჩემი მკვლელობა და გაავრცელეს ამაზე ინფორმაცია.

ეს ყველაფერი უკავშირდება, პირველ რიგში, დასავლეთის მეტ-ნაკლებად არამყარ პოზიციას. ბოლო ხნის მანძილზე ეს უკავშირდება იმას, რომ უკრაინა არ იღებს იმ რაოდენობით დახმარებას შეიარაღების, რაც უნდა მიიღოს და რა თქმა უნდა, ეს აძლევს საფუძველს პუტინს, რომ ბევრად უფრო გააქტიურდეს.

არის მონაკვეთები, სადაც რუსული ტერორისტული ჯარი აქტიურია, ასეთი მიმართულებები გვაქვს ავდეევკა და სწორედ პუტინისთვის უნდათ კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთება წინასაარჩევნოდ. ბრძოლა მიმდინარეობს ცვალებადი უპირატესობით.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე ამ ეტაპზე ფლობს უპირატესობას. უკრაინა ვერ ფლობს უპირატესობას, იმიტომ, რომ აკლია შეიარაღება, რუსეთს აკლია მოტივაცია“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა