ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო ქალი გაამათრახეს
ირანის ხელისუფლებამ 33 წლის როია ჰეშმატი "საზოგადოებრივი მორალის დარღვევაში" დაადანაშაულა, 74-ჯერ გაამათრახა და ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მედიაში ჰეშმატის ადვოკატზე დაყრდნობით წერენ, რომ ის აპრილში დაკავებული იყო სოციალურ მედიაში ისეთი ფოტოს გაზიარებისთვის, სადაც თავსაბურავი არ ეკეთა.
ირანში, ჰიჯაბის ტარების კონტროლისთვის, საზოგადოებრივ ადგილებში დამონტაჟებულია კამერები.