„ზუსტად ვიცი, რომ გუშინდელი დღე კიდევ უფრო ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი გახდება“ - ხიდაშელი კეკელიძეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
„იმდენია სათქმელი და მოსაყოლი, იმდენი სიკეთე აკეთე გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze არა მხოლოდ ბიბლიოთეკაში, ამ ქვეყანაში, იმდენი ახალგაზრდისთვის ხარ იმედის სხივი და საყრდენი ადამიანი, რომ ეს სიყვარული და მადლი მთელი სიცოცხლე გეყოფა. მიყვარხარ, მეიმედები, ამაყი ვარ რომ გიცნობ და შემიძლია ეს ყველაფერი გითხრა და ზუსტად ვიცი რომ გუშინდელი დღე კიდევ უფრო ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი გახდება“.