„11 წელი კეკელიძისთვის ბევრია და ბიძინასთვის ცოტა? მაგ ლოგიკით "ოცნება" წელს ხალხმა სახლში უნდა გაუშვას!“ - გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
„გიორგი კეკელიძე მგონი საზოგადოებრივ პოლიტიკური ბარომეტრი ხდება. 11 წელია მისთვის ბევრი და ბიძინასთვის ცოტა? თუ ეგ რაც "გადიოდა" არ ითვლება და მხოლოდ შემობრუნებას ითვლიან?
მაგ ლოგიკით "ოცნებას" წელს ხალხმა უნდა უთხრას - "ბევრია!" და გაუშვას სახლში.
გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze მადლობა გულწრფელად. წინ მთელი ცხოვრებაა. ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი წარმატებით.“