თეგებით ძიება

მაღვიძარამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, თუ არასწორ ზარს აირჩევთ

სკოლაში, უნივერსიტეტში ან სამსახურში რომ არ დააგვიანოს, უამრავი ადამიანი საძინებელში მაღვიძარას დგამს და მის ზარზე იღვიძებს. ზოგჯერ მაღვიძარას ზარი გვაშინებს ან გვანერვიულებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო ადგილზე დროულად მისვლისთვის გაღებული მსხვერპლია. 

როგორც გაირკვა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ გაარკვიეს, რომ ამ ხმამ შეიძლება ინფარქტის ან ინსულტის რისკიც გაზარდოს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის სომნოლოგებმა ორდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 32 მოხალისე მონაწილეობდა. პირველ დილას ექსპერიმენტში მონაწილეებმა მაღვიძარას გარეშე, „შინაგანი საათის“ ზემოქმედებით გაიღვიძეს, ღამით კი ხუთსაათიანი ძილი დაგეგმეს და ტელეფონებზე მაღვიძარას რეჟიმი გაააქტიურეს.

აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი გაღვიძება არტერიულ წნევას თითქმის არ ცვლის, მაღვიძარით გაღვიძების დროს კი „წნევის ნახტომი“ 74%-ით მეტია, ვიდრე პირველ შემთხვევაში. მეცნიერების აზრით ყველაზე საშიში რისკ-ფაქტორების კომბინაციაა: მაღვიძარას ზარით გამოწვეული სტრესი, მკვეთრი ადგომა და ძილის ნაკლებობა. თუ ეს რეგულარულად და გულის პრობლემების ფონზე ხდება, მდგომარეობა შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ ადამიანი მოკლას.

გაღვიძების დროს არტერიული წნევის მომატება ბუნებრივი ფიზიოლოგიური ეფექტია, მაგრამ თუ არტერიული წნევა ძალიან და მკვეთრად იმატებს, სტრესზე საპასუხო რეაქცია იწყება. ის სუნთქვისა და გულისცემის გახშირებით, გულზე დატვირთვის გაზრდით და სხვა სიმპტომებით ვლინდება. ასეთი სტრესის ხშირ გამეორებას შეიძლება ინსულტი, ინფარქტი ან სხვა სერიოზული პათოლოგიები მოჰყვეს.

როგორ შევამციროთ რისკები?

ეცადეთ მაღვიძარაზე მშვიდი მელოდია და 10-15, ან თუნდაც 20 წუთის შემდეგ გამეორების რეჟიმი დააყენოთ.

ლოგინიდან მკვეთრად ნუ წამოხტებით.

გაიზმორეთ და ცოტა ხნით საწოლის კიდეზე ჩამოჯექით. მაშინ წნევის ნახტომი არც ისე მკვეთრი იქნება.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა