თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

თეთრ სახლს სურს, უკრაინამ შეცვალოს ბრძოლის სტრატეგია და თავდაცვაზე გადავიდეს - Bloomberg

დავოსში, ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მესიჯს რუსეთთან ომთან დაკავშირებით გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.

მიმომხილველი ანდრეას კლუტი ამტკიცებს, რომ თეთრ სახლს სურს, რომ უკრაინამ შეცვალოს რუს დამპყრობლებთან ბრძოლის სტრატეგია - თავდასხმიდან თავდაცვაზე გადავიდეს.

„ზელენსკის ესმის, რომ ამას აზრი აქვს, თუმცა მას არ სურს ამის მოსმენა ან საჯაროდ განხილვა. ამიტომ, მან უნდა უთხრას სალივანს, რომ უკრაინას შეუძლია შეინარჩუნოს თავდაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უზრუნველყოფენ ამას“, - ნათქვამია მასალაში.

ჟურნალისტის თქმით, ეს არის ტრაგიკული ვითარება ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ.

„ასე რომ, ზელენსკიმ სალივანს უნდა უთხრას ის, რაც ორივემ უკვე იცის. ჩვენ შევეცდებით შევინარჩუნოთ ის, რაც ჯერ კიდევ გვაქვს. დრო უნდა გამოვყოთ ჩვენს მოკავშირეებს და არა პუტინს. მაგრამ ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი საზღვრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, აშშ და ევროპა გააგრძელებთ ჩვენთვის უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და ტყვიების გამოგზავნას“, -  აღნიშნავს ანალიტიკოსი.

სტატიის ავტორი, ასევე, ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მართებულად იქცევა და არ ეთანხმება მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რადგან მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია ისარგებლებს ამ პაუზით და ასეთი ნაბიჯი მომავალში კაპიტულაციას ნიშნავს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ზელენსკის და სალივანს ესმით, რომ ეს მხარდაჭერა ბაიდენმა უნდა განახორციელოს მაშინაც კი, როდესაც ის ცდილობს გაუმკლავდეს ახალ ომს ახლო აღმოსავლეთში, დაძაბულობას აღმოსავლეთ აზიაში და შიდა დესტრუქციულ ძალას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა