თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი შესაძლოა 2025 წლამდე გაგრძელდეს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის საზღვართან მდებარე რაიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი შესაძლოა 2025 წლამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ Times of Israel-ი ისრაელის მე-12 არხზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა ბეერ-შევაში, „ცაჰალის“ სამხრეთის სარდლობის შტაბ-ბინაში გაიმართა და მას სხვა მინისტრებიც ესწრებოდნენ.

ნეთანიაჰუმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომი შესაძლოა მთელი 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა