თეგებით ძიება

"დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კიდევ ერთ ახალ ინფორმაციას აცნობს საზოგადოებას, ის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სახლის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.

"მეორე საქმე, რომელსაც ჩავიბარებ, იმ საშინელ გამოცდილებას უკავშირდება, ორწლიანი მძიმე დეპრესია რომ ერქვა. სიმბოლური და ემოციური ამბავია - დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი  სახლი/Sakhli 

ჩემი ხედვა ამგვარია - რესურსების განვითარება - გასვლითი სესიები რეგიონებში, საჯარო ონლაინ-სესიები LIB.GE - სთან ერთად, ბიზნესის შემოყვანა კონკრეტული პროგრამების კურატორად, სადაზღვევო პაკეტების ადვოკატირება სადაზღვევო კომპანიებთან,  ბიულეტენების მოწესირიგება საჯარო სამსახურებში, სტიგმის დაძლევაზე კამპანიების წარმართვა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება - ვფიქრობ, ეს გეგმა, არა მხოლოდ ამ ცენტრს, არამედ ზოგადად სფეროს წაადგება.

P.S. და ასევე - ვწერ  ოთხ წიგნს -  #წერილებიჩემიბავშვობიდან  მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი #გურულიდღიუები შეიქმნას და  ასევე - #ობსესიები - პირველ  რომანზე მუშაობა დავიწყე. ვწერ ესეების ციკლს მუსიკაზე #ჩემიმუსიკისგაკვეთილები . ვწერ მორიგ პოეტურ კრებულში #ძველისიმღერები . იგეგმება წიგნი მიხეილ მესხზე და ოთხმოცდათიანების საფეხბურთო თაობაზე. ვასრულებ მუშაობას ,,ბჰაგავდგიტას" პოეტურ თარგმანზე, პრაბჰუპადასა და ვივეკანანდას კომენტარებით.  ასევე მალე გამოვა მცირე ანთოლოგია - ავსტრიელი პოეტები - ჩემეული პოეტური თარგმანებით. ვამუშავებ სამეცნიერო-პოპულარულ მიმართულებას - ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია"  და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის - ზურაბ კიკნაძის ანდერძს. აღვადგინეთ ლეგენდარული LIB.GE  და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ-სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ვმუშაობ მასწავლებლად European School - ევროპული სკოლა -  და ვწერ სტატიებს ინტერნეტ-გაზეთისთვის Mastsavlebeli.Ge. სავარაუდოდ გრძელდება ჩემი სატელევიზიო რუბრიკა (მცირე რეორგანიზაციაა) ვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში. ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის  სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც - მანდ გაცემული თითო სიტყვა დიდი სიხარულია - პირველ რიგში ჩემთვის. ვუძღვები #გურულიდღიურებისფონდი - ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს", - წერს მწერალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა