თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

იაპონია მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

იაპონიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) მთვარეზე წარმატებით დასვა მოდული SLIM. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იაპონია მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე კოსმოსური აპარატის დასმა შეძლო. მანამდე ეს მოახერხეს: საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა, ჩინეთმა და ინდოეთმა.

SLIM-ი, რომელსაც ასევე „მთვარის სნაიპერს“ ეძახიან, სიორის კრატერის რაიონში დაეშვა, დაგეგმილი წერტილიდან მხოლოდ 100 მეტრში. სპეციალისტები ამას უპრეცედენტო სიზუსტედ აფასებენ, რადგან ჩვეულებრივ კოსმოსური აპარატების დაშვება დაგეგმილი წერტილიდან რამდენიმე კილომეტრის არეალში ხერხდება.

ამასთან, JAXA-ში აღნიშნავენ, რომ მოდულს მზის პანელებთან აქვს მცირე პრობლემა და ის საკუთარ ბატარეაზე მუშაობს, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს დღეებში მზის შუქი პანელებამდე მაინც მიაღწევს. აპარატის ამოცანა მთვარის გრუნტის შესწავლა და ასტრონომიული დაკვირვებაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა