თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

ირანში დააკავეს ჯარისკაცი, რომელსაც თავის ყაზარმაში 5 ჯარისკაცის მკვლელობა ედება ბრალად

ირანში დააკავეს ჯარისკაცი, რომელსაც თავის ყაზარმაში ცეცხლის გახსნა და 5 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. სამხედრო ბაზის მეთაურის, ამირ ღოლამალიანის, თქმით, ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა და სხვა დასახლებაში დააკავეს. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმააციით, დაკავებისას ბრალდებულს ორი "კალაშნიკოვის" ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 180 ტყვიის შემცველი 6 სავაზნე კოლოფი ჰქონდა, რომლებიც ჩამოართვეს. 

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია და მის გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს. 

სროლა კერმანის პროვინციაში მოხდა, სადაც, მანამდე, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (IS) ყასემ სოლეიმანის საფლავზე ტერაქტი მოაწყო, რომელსაც 103 ადამიანი ემსხვერპლა. 

სამხედრო სამსახური ირანში 18 წლიდან, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ყველა მამაკაცისთვის სავალდებულოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა