თეგებით ძიება

“მორატორიუმი ყველა გამოსახლებას! გათავისუფლდნენ დაკავებულები” – კეკელიძის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, მოქალაქეებმა სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა ორი მოთხოვნა წამოაყენეს: სასწრაფო მორატორიუმი გამოცხადდეს გამოსახლებებზე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პირები, ვინც პოლიციამ ხატიაშვილის სახლიდან გამოსახლების დროს დააკავა.

აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, ხვალ, 24 იანვარს, დილის 9 საათიდან ცოტნე დადიანის 259 ნომერში მივიდნენ, სადაც მორიგი ოჯახის გამოსახლება იგეგმება.

ფოტო: ვახუშტი მენაბდე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა