პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმრან ხანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ედება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ხანის ქმედებები საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვას და დიპლომატიური ურთიერთობების დაზიანებას უტოლდება. ამ უკანასკნელმა ბრალდებამ შეიძლება სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გასული წლის აგვისტოში დააკავეს და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, ხოლო 2022 წელს პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა.