რუსეთში დააპატიმრეს ქალი, რომელსაც ცისარტყელას ფერებში საყურეები ეკეთა
ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრებ ქალს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი ცისარტყელას დროშიანი საყურეები გახდა. რუსეთში "LGBT მოძრაობის" აკრძალვის შემდეგ ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.
29 იანვარს, ნიჟნი ნოვგოროდელ მარინასთან(სახელი შეცვლილია), რომელსაც ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი საყურეები ეკეთა, ქუჩაში აგრესიული უცხო პირები მივიდნენ და მას "აკრძალული სიმბოლიკის" მოხსნა მოსთხოვეს. უცნობებმა ვიდეო გადაიღეს და გამოაქვეყნეს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ მარინა დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც "ექსტრემისტული სიმბოლიკის" საჯარო დემონსტრაციისთვის დააკავეს. მომდევნო დღეს ქალს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც წერს რადიო თავისუფლების რუსული ოფისი, ვიდეოში ჩანს, რომ უცნობები მარინას მეგობარს, რომელსაც ცისარტყელის ფერებში სამკაული მოახსნევინეს.