"ქალი ოჯახს არ ანგრევს... თუ იძულებული არ არის ოჯახიდან წავიდეს“ - რას ამბობს მანანა თოდაძე? (ვიდეო)
მომღერალმა მანანა თოდაძემ, რომელიც გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა, პირველი ქორწინების შესახებ ისაუბრა.
„ბევრს მოვწონდი, პატივს მცემდნენ. რაღაც საზიზღარი ხასიათი მქონდა, როდესაც გავიგებდი, რომ ვინმეს მოვწონდი, მე უკვე აღარ მომწონდა, ისეთი დაკავებული ვიყავი, სერიოზულად არაფერს ვიღებდი. ოჯახი პატარა ასაკში შევქმენი. რთულია როდესაც ოჯახი ინგრევა, ერთ ვიტყვი, რომ ქალი ოჯახს არ ანგრევს თუ იძულებული არ არის ოჯახიდან წავიდეს, ან გინდა ან არ გინდა“, - ამბობს მომღერალი.