თეგებით ძიება

„შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

მწერალი, გიორგი კეკელიძე ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა. იმ ქალს - მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს. უძალოა ყველა ეგეთი შემწე და იმთავითვე განწირული.  შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ.  დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა