თეგებით ძიება

თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა 2023 წელს?

2023 წელს თბილისში 40 ათასამდე ბინა გაიყიდა. ინფორმაციას „გალთ & თაგარტი“ აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობით ბინა საბურთალოს რაიონში გაიყიდა, ყველაზე ნაკლები კი - მთაწმინდაზე.

უფრო კონკრეტულად კი, გაყიდული ბინების რაოდენობა თბილისის უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

მთაწმინა - 779 ბინა

ჩუღურეთი - 1026 ბინა

ვაშლიჯვარი - 1057 ბინა

კრწანისი - 1377 ბინა

ვაკე - 1490 ბინა

ისანი - 3121 ბინა

დიდუბე - 3212 ბინა

ნაძალადევი - 3700 ბინა

გლდანი - 4684 ბინა

სამგორი - 5797 ბინა

დიდი დიღომი - 6755 ბინა

საბურთალო - 6957 ბინა

წყარო 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა