თეგებით ძიება

მეპატრონეების მიმართ, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში გაყრიან, ძალიან მაღალი სანქციები იქნება - მაია ბითაძე

ამ კანონპროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ ძაღლების და კატების მიკვლევადობის ციფრული სისტემა შეიქმნება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში და ცხოველებს თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, სადაც უწევთ მოხვედრა, ყველგან იქნებიან მოკვლევადები, რადგან ამ პროგრამასთან წვდომა ექნება ყველა სუბიექტს, თავშესაფარს, სასტუმროს, ვეტერინარულ კლინიკას და ა.შ., - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, 26 რიცხვიდან საკომიტეტო მოსმენები დაიწყება და აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ყველა დაინტერესებულ პირთან.

„სანქციები გვაქვს ძალიან მაღალი მეპატრონეებისადმი, რომლებიც გაყრიან ძაღლებს ქუჩაში. გამრავლების კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი, ყველას აღარ ექნება გამრავლების უფლება. ამისთვის დამატებითი რეგისტრაციის გავლა იქნება საჭირო. არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა რეგულაცია. მათ შორის ჩვენ გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, თანხები უნდა გამოიყოს მუნიციპალიტეტებისთვის, როგორც თავშესაფრების მშენებლობისთვის, ასევე სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურების განხორციელებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, სწრაფად უნდა დაიწყოს ცხოველების რეგისტრაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა