თეგებით ძიება

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ და დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ იუწყებიან - რა მოხდა საზღვარზე?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი ერ­თმა­ნეთს სა­ზღვარ­ზე ცე­ცხლის გახ­სნა­სა და პრო­ვო­კა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და და­ღუ­პუ­ლე­ბი­სა და დაჭ­რი­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან.

“12 თე­ბერ­ვალს, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­რი­გი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­იჭ­რა. სომ­ხუ­რი მხა­რის ეს პრო­ვო­კა­ცია სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას აყე­ნებს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო პრო­ცესს. ბოლო 4-5 თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სომ­ხე­თის გა­ცხა­დე­ბულ სამ­შვი­დო­ბო გზავ­ნი­ლებს", - ნათ­ქვა­მია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც. უწყე­ბის ცნო­ბით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რომ­ლებ­მაც და­არ­ღვი­ეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე პრო­ვო­კა­ცია სცა­დეს, გა­ნად­გურ­დნენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც.

და­ღუ­პუ­ლე­ბი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც ადას­ტუ­რებს.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ნერ­კინ ხან­დას მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არის ორი და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა