თეგებით ძიება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საოპერაციო და კაპიტალური ხარჯი გაიზარდა

2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენის საოპერაციო ხარჯმა, დაახლოებით, 120 მლნ, კაპიტალურმა კი 46 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს პირველი 100 მილიონს, ხოლო მეორე 27 მლნ დოლარს შეადგენდა. ინფორმაცაიას სააგენტო Trend ავრცელებს.

შესაბამისად, საოპერაციო ხარჯი, წინა წელთან შედარებით, 20%-ით, ხოლო კაპიტალური 70,4%-ით გაიზარდა.

2006 წლის ივნისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბთჯ-ის მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდა, მისი გავლით 2023 წლის ბოლომდე მთლიანობაში, დაახლოებით, 4,2 მლრდ ბარელი, ანუ 561 მლნ ტონამდე ნედლი ნავთობი გადაიქაჩა.

მხოლოდ 2023 წელს ეს მაჩვენებელი 227 მლნ ბარელს, ანუ, დაახლოებით, 30 მლნ ტონა ნედლ ნავთობს შეადგენდა, რაც 2022 წელზე 1,3%-ით მეტია. 2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით სულ 224 მლნ ბარელი, ანუ, დაახლოებით, 30 მლნ ტონა ნედლი ნავთობი გადაიქაჩა.

ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

თუმცა ნორვეგიული ნავთობკომპანია, Equinor (EQNR.OL) აზერბაიჯანიდან გადის და როგორც ბთჯ-ში კუთვნილ წილებს, ისე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოში თავის აქტივებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია SOCAR-ზე ყიდის.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა