თეგებით ძიება

პარლამენტში პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით კომიტეტში დაგეგმილ აქტივობებზე.

საბჭოს წევრებმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის მარიამ ლაშხის განცხადებით, სხდომაზე გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კომიტეტი მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს.

„საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე კოლეჯების ავტორიზაციის საკითხი განვიხილეთ. ინკლუზიურობის მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიულ განათლებაში შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების ჩართულობაზე. ვისაუბრეთ საკანონმდებლო ბარიერებზე, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გარკვეული მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მხრივ ხელს უშლის. ამ კუთხით დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით კომიტეტი უახლოეს მომავალში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა