თეგებით ძიება

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს

თბილისის 192-ე  საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის ჩხუბი ჯერ გაკვეთილზე დაიწყო, თუმცა მასწავლებელმა სიტუაციის განეიტრალება შეძლო. ამის შემდეგ კი დაპირისპირება საპირფარეშოში გაგრძელდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოსწავლეს ცხვირი აქვს გატეხილი. სკოლაში დღეს სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ჯერჯერობით მომხდარზე სკოლის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია. არაფერს ამბობს არც მანდატურის სამსახური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა