თეგებით ძიება

Meta-ს ყოფილმა ინჟინერმა ცოლს ესროლა, დაღუპულები იპოვეს წყვილის ოთხი წლის ტყუპიც - რა მოხდა უმდიდრესი ადამიანების ვილაში?

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, Meta-ს ყო­ფი­ლი ინ­ჟი­ნე­რი, მისი ცოლი და მათი 4 წლის ტყუ­პი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 37 წლის ანანდ სუ­ჯით ჰენ­რიმ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ თა­ვი­სი ვა­ჟე­ბი და­ხო­ცა, შე­დეგ მე­უღ­ლეს ეს­რო­ლა, ბო­ლოს კი თავი მო­იკ­ლა.

ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი სა­ძი­ლე აბე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. დე­ტექ­ტი­ვე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ასე­ვე გვაქვს კონ­ტაქ­ტი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც, რათა და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი გა­ვარ­კვი­ოთ", - ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­სა­მარ­თლოს ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ჰენ­რიმ ცო­ლის­გან გან­ქორ­წი­ნე­ბა ჯერ კი­დევ 2016 წელს მო­ი­თხო­ვა. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, გან­ქორ­წი­ნე­ბა არ შედ­გა და 2020 წელს წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად 2,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლში გა­და­ვი­და.

წყარო - ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა