თეგებით ძიება
16. 02. 2024 მსოფლიო

პუტინი და მისი მთავრობა პასუხს აგებენ, რაც გაუკეთეს ჩემს ქმარს - იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ცოლის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც აქვთ, ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა ნდობაც, მისივე თქმით, ძალიან რთულია.

იულია ნავალნაიამ ქმრის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით, განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

"დიდხანს ვფიქრობდი, დავრჩენილიყავი აქ თუ დაუყოვნებლივ გავფრენილიყავი ჩემს შვილებთან. მაგრამ მერე ვიფიქრე, თუ რას გააკეთებდა ალექსეი ჩემს ადგილას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნებოდა აქ, ამ სცენაზე. მე არ ვიცი, უნდა დავუჯერო თუ არა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო წყაროებიდან. იმიტომ რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით: პუტინს და პუტინის მთავრობას არაფერი დაეჯერება. ისინი მუდამ იტყუებიან. მაგრამ თუ ეს მართალია, მე მინდა, რომ პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ და მისმა მთავრობამ იცოდეს, რომ ყველაფრისთვის აგებენ პასუხს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება. მე მინდა მოვუწოდო ყველა აქ მყოფს, ასევე მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველანი გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება, ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც დღეს რუსეთშია. ვლადიმირ პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმისათვის, რასაც ის ბოლო წლებში უკეთებს ჩვენს ქვეყანას."განაცხადა იულია ნავალნაიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა