თეგებით ძიება

რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, ბოლო ორ დღეში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს ინფორმაციით, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში, ბოლო ორ დღეში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა