თეგებით ძიება

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის გამო 2 პირი დააკავეს

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. დაპირისპირება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოკლული და თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა