მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება სხეულით შემოჰქონდა
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - სოფელ გლდანში ძალოვნებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი.
2024 წლის მონაცემებით მძიმე ბრალდებით გისოსებს მიღმა 270 პირი აღმოჩნდა, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში აკრძალული ნივთიერება სხვადასხვა სქემით შემოჰქონდათ.
სპეცოპერაციების დეტალები შინაგანს საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგზე განმართეს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს. "კურიერი" რამდენიმე მათგანის ინტერესების დამცველს ესაუბრა. 29 წლის ქალის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ბრალს ეთანხმება და გამოძიებასთანაც არ თანამშრომლობს. ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ.
მკაცრია სასჯელი იმ პირების მიმართაც, რომლებიც ნარკოტიკებს ინტერნეტის საშუალებიც ყიდიან. ონლაინ გაყიდული ნარკოტიკი უმეტესად სინთეტიკურია და მოხმარების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საშიში ნივთიერების რეალიზაციისთვის ნარკოდამნაშავეები ხშირად იყენებენ ე.წ. დარქნეტს და სხვადასხვა ტელეგრამ არხებს. ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებისთვის კი ქართველი სამართალდამცველები უცხოელ კოლეგებთან ერთად ყოველდღიურად შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.
ნარკოდანაშაულის საქმეზე, დღის ბოლოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ცნობილია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე, ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოიყენება მოითხოვა.
ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარებს. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებებიც, რომლის ფარგლებშიც დანიშნულია ექსპერტიზები.