გორში მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
გორის შესასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც რკინიგზაზე გადადიოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა, ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია, აგვიანებს როგორც ფოთი-თბილისის რეისი, ასევე თბილისი-ბორჯომის და ყველა შემდეგი რეისი.
“რუსთავი2”