საქართველოს ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია
საქართველოს ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში.
"თბილისში ყოფნის დროს [27-29 თებერვალს] დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს "უკრაინულ სახლში," - ნათქვამია განცხადებაში.