თეგებით ძიება
29. 02. 2024 ვიდეო

22 წლის გოგო სასიკვდილოდ თანატოლმა გაიმეტა - დაკავების კადრები (ვიდეო)

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე, 28 თებერვალს 20 წლის გოგო ქეთი ჯავახიშვილი მეგობარმა მოკლა. სამართალდამცველებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავა.  

როგორც მეზობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, სავარაუდო მკვლელი მისივე უბანში მცხოვრები ბიჭია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, მას ფულს სძალავდა. 

გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებული, 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც პოლიციამ ზუგდიდში აიყვანა.

"განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა