თეგებით ძიება
29. 02. 2024 მსოფლიო

საფრანგეთში კითხულობენ ჟურნალს, რომელიც მხოლოდ 29 თებერვალს გამოდის

საფრანგეთში უნიკალური სატირული ჟურნალის La Bougie du Sapeur („გამნაღმველის სანთელი“) მორიგი ნომერი გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, La Bougie du Sapeur 4 წელიწადში ერთხელ, ნაკიანი წლის 29 თებერვალს გამოდის. ჟურნალი პირველად 1980 წელს დაიბეჭდა, დღეს კი საფრანგეთში მის მე-12 ნომერს კითხულობენ. ეს ერთადერთი ჟურნალია მსოფლიოში, რომელიც ამ ფორმატში გამოდის.

ჟურნალი მეგობრების ჯგუფმა შექმნა, მისი ტირაჟი 200 ათასი ეგზემპლარია, ფასი კი €4.90.

„მას შემდეგ რაც პირველი ნომერი 2 დღეში სრულად გავყიდეთ, შემდეგ ნომერზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ჩვენი პასუხი იყო - კარგი, ოღონდ მხოლოდ 4 წელიწადში“, - იხსენებს ჟურნალის რედაქტორი ჟან დინდი. მისი თქმით, ჟურნალს დღესაც რამდენიმე მეგობარი აწყობს, რომლებიც ბარში იკრიბებიან და იდეებს იქ ამუშავებენ.

La Bougie du Sapeur-ის შემქმნელები ჟურნალს „ანტი-პოლიტიკურად კორექტულს უწოდებენ. გამოცემაში არის ინფორმაცია პოლიტიკაზე, სპორტზე, საერთაშორისო საქმეებზე, ხელოვნებაზე და ა.შ. ასევე, ჟურნალში იბეჭდება მოთხრობა „დახრჩობა აუზში“, რომლის შემდეგ თავსაც მკითხველები მხოლოდ 2028 წელს წაიკითხავენ.

ჟურნალს არ აქვს ონლაინ-ვერსია. მისი ყიდვა მხოლოდ კიოსკებში შეიძლება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა