ნავალნის დაკრძალვაზე მისვლის შემთხვევაში, რუსეთში სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან
რუსეთში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან - ინფორმაცია Telegram არხებით ვრცელდება. შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ 29 თებერვალს და პირველ მარტს "ფრთხილად იყვნენ" და მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას.
ალექსეი ნავალნის პარასკევს მოსკოვში დაკრძალავენ. ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია არ გამორიცხავს, რომ ხვალ რუსი ოპოზიციონერის გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები დააკავონ კიდეც.
შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას მხოლოდ 24 თებერვალს, ულტიმატუმების წაყენების შემდეგ გადასცეს.