თეგებით ძიება

დღეს იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეა

 1953 წლის 5 მარტს საბჭოთა ხალხს ამცნეს, რომ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ბელადი-იოსებ სტალინი. ის 15 რესპუბლიკისგან შემდგარ წითელ იმპერიას, ერთპიროვნულად ლენინის გარდაცვალების შემდეგ 1924 წლიდან მართავდა.

 იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, შემდეგში სტალინი ("რკინის კაცი") დაიბადა 1878 წლის 18 დეკემბერს, თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მან 1894 წელს დაასრულა გორის სასულიერო სემინარია. სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას. თავდაპირველად მუშაობდა დარაჯად თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში და თბილისის რკინიგზის სადგურზე. ის ეწეოდა არალეგალურ, რევოლუციურ ცხოვრებას. 

 საბჭოთა კავშირის შექმნისას, მან წამოაყენა ავტონომიზაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ყველა წევრი ავტონომიის სტატუსით უნდა შესულიყო კავშირში. თუმცა გაიმარჯვა ლენინის იდეამ და დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება. სათავეში მოსვლიდან მალევე დაიწყო ბრძოლა კომუნისტური პარტიის განმტკიცებისთვის, ის ეწინააღმდეგებოდა ფრაქციონიზმს. გაანადგურა ტროცკისტები. სტალინმა შეიმუშავა ახალი არქიტექტურული სტილი და ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა. ის ასევე შემოქმედია 1930-იან წლებში მასშტაბური რეპრესიებისა, იძულებითი გადასახლებებისა და მასობრივი შიმშილობის რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სტალინი ებრძოდა ქრისტიანულ რელიგიასაც და მისი აღმოფხვრის სპეციალური პროგრამაც შემოიღო 1928 წელს, მოგვიანებით მან მიდგომა შეცვალა და სრულად დაიქვემდებარა ეკლესია. დიდი დანაკარგების ხარჯზე მიაღწია წარმატებას მეორე მსოფლიო ომში და წვლილი შეიტანა კომუნიზმის გავრცელებაში მსოფლიოში. სტალინის კულტი ტერორისა და პროპაგანდის წყალობით მტკიცედ დამკვიდრდა, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი მის კრიტიკას საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა საქართველოში 1956 წელს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა