თეგებით ძიება

„შემაძულე გაზაფხული და სამყარო, ჩემო ტკბილო!“ - რას წერენ სამტრედიაში გარდაცვლილ 19 წლის ბიჭზე

19 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი აჭარის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი კი დააკავეს.

გარდაცვლილი 19 წლის აჩი ბარდაველიძეა. გარდაცვლილს და, მაგდა ბარდაველიძე, სოციალურ ქსელში ემშვიდობება.

„შემაძულე გაზაფხული და სამყარო, ჩემო ტკბილო!! დედის დღეზე შენი სურათი დამაკიდენე გულზე ჩემი გაუბედურებული ხელებით... შენ მე სამყარო შემაძულე! ან ღმერთს რა დავუშავე ან შენ რა დაგიშავე, რომ ამ სიმწარისთვის გამიმეტეთ“,- წერს მაგდა.

„ვიწვი შენი ცოდვით, მაგდა, გამძლეობას გისურვებთ“; „გული მტკივა მაგდა Შენი ტკივილისთვის. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ“;  „უფალმა მოგცეთ გამძლეობა, ვიცი რაა ძმის დაკარგა“, წერენ ახლობლები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა