თეგებით ძიება

ადამიანს, რომელსაც ოცნებაც არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ახლა ჩართულია დესტრუქციული ძალის ფერხულში" - ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან დიდ უბე­დუ­რე­ბას­თან - ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ოც­ნე­ბაც კი არ შე­ეძ­ლო, რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მო­კი­და ხელი და დას­ვა პრე­ზი­დენ­ტად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ვხე­დავთ, რო­გო­რაა ჩარ­თუ­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლის ფერ­ხულ­ში,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ზუგ­დიდ­ში პარ­ტი­ულ აქ­ტივ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ძა­ლი­ან მალე, მას შემ­დეგ, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა ამო­ე­წუ­რე­ბა, „მის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­სა­ბა­მის დას­კვნას გა­ა­კე­თებს“.

"ყო­ველ კვი­რა ვი­სა­უბ­რო კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვევ პრე­ზი­დენტზე, ადა­მი­ან­ზე, არას­წო­რია. სამ­წუ­ხა­როდ, სა­უ­ბე­დუ­როდ, საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან დიდ უბე­დუ­რე­ბას­თან - ადა­მი­ანს, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა და ოც­ნე­ბაც კი არ შე­ეძ­ლო, რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და და რომ­ლის რე­ი­ტინ­გიც და­ახ­ლო­ე­ბით 1% იყო, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მო­კი­და ხელი და დას­ვა პრე­ზი­დენ­ტად. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ვხე­დავთ, რო­გო­რაა ჩარ­თუ­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი, მტრუ­ლი, ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი ძა­ლის პო­ლი­ტი­კა­ში, ფერ­ხულ­ში, მათ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან მალე გა­მო­ი­ტანს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ძა­ლი­ან მალე და­უმ­თავ­რდე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­სა­ბა­მის დას­კვნას გა­ა­კე­თებს მის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა