თეგებით ძიება

“მთელი ბათუმი ტირის… მერამდენე ტრაგედია უნდა დატრიალდეს?”- დაღუპულ სკოლის მოსწავლეს ახლობლები ემშვიდობებიან

ახლახანს ბათუმში სკოლის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაციას ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. გარდაცვლილი ანანო კობალაძეა. როგორც ახლობლები კომენტარებში წერენ, გოგონას მოულოდნელად თირკმელი გაუჩერდა. 

“უჩვეულოდ სევდიანი გაზაფხული დაგვიდგა სკოლაში. ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი შემოაწვა. დავმუნჯდით,ერთმანეთს სასოწარკვეთილი თვალებით შევსცქერით. გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი გოგო. ენით აუღწერელ სიცარიელესა და ტკივილს განვიცდით ყველა.სიცოცხლით სავსე,კისკისა და სხარტულა გოგო,შენი არსებობით რომ ათბობდი და ალამაზებდი სამყაროს სიფრიფანა,ნატიფი და მომღიმარი სახის ანგელოზო ასე დაამახსოვრდები შენს მშობლიურ სკოლას ჩვენო დიდო ტკივილო” - ვკითხულობთ ბათუმის 22-ე სკოლის ფეისბუქის გვერდზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა