თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი გახდა

მოსამართლე ტომოკო აკნე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტი გახდა. ის ICC-ს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში, ICC-მ  რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო. 

ამ გადაწყვეტილების პასუხად,  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის პროკურორისა და სასამართლოს იმ სამი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც აღნიშნული ორდერები გასცეს. 

2023 წლის მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი მოსამართლე როსარიო აიტალას "უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებაში". ამავდროულად, ის შეიყვანეს ფედერალურ ძებნილთა სიაში, ისევე როგორც ICC-ის პროკურორი აჰმად ხანი.

2023 წლის ივლისში კი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ICC--ის მოსამართლე ტომოკო აკნე ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა