თეგებით ძიება

მოსახლეობა მდ. ნატანებზე ინერტული მასალების მოპოვების ნებართვის გაუქმებას ითხოვს - პროტესტი ოზურგეთში

ოზურგეთელები მინერალური რესურსების სააგენტოს უჩივიან და აცხადებენ, რომ მდინარე ნატანებზე ინერტული მასალების კარიერის ფუნქციონირებას არ დაუშვებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობა მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გაუქმების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და ადმინისტრაციული სარჩელით მოითხოვენ გაცემული ლიცენზიის გაუქმებას.

ადგილობრივების თქიმით, სააგენტომ, მიუხედავად მათივე ექსპერტების მძიმე დასკვნისა, სადაც ნათქვამია რომ ამ ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვება სახიფათოა, ლიცენზია 400 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე მაინც გასცა.

მოსახლეობას მხარს უჭერს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტაციის გარკვეული ნაწილიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა