ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - დაღუპულთა რიცხვი 31 500-ს აჭარბებს
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 31,500-ს აჭარბებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 31,553-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 73,546-მდე გაიზარდა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 63 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა.