თეგებით ძიება
19. 03. 2024 მსოფლიო

ნავალნის სიკვდილის გამო, EU-ს მინისტრები 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, უცნობია. თუმცა, როგორც EU-ს უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები მათ შეეხება, ვინც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

"მე არ ვამბობ, რომ იყო ერთსულოვნება, მაგრამ იყო ძლიერი კონსენსუსი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად", - თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, მინისტრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ის კოლონიაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღე ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ კი, ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, 1-ელ მარტს დაკრძალეს. ამ დღეს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა