თეგებით ძიება
26. 03. 2024 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ დააპატიმრა "კროკუსზე" თავდასხმის საქმის მე-8 ბრალდებული, რომელმაც ეჭვმიტანილებს ბინა მიაქირავა

მოსკოვის სასამართლომ "კროკუს სითი ჰოლში" ტერაქტის საქმის მერვე ბრალდებულს, ალიშერ კასიმოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 32 წლის კასიმოვმა ბინა მიაქირავა ერთ-ერთ თავდამსხმელს. სასამართლო სხდომაზე კასიმოვმა თქვა, რომ არ იცოდა  მოიჯარეების ტერორიზმთან კავშირის შესახებ. 

კასიმოვი რუსეთის მოქალაქეა. ის ყირგიზეთში დაიბადა და ამჟამად კრასნოგორსკში ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, 25 მარტს მოსკოვის სასამართლომ ტერაქტში ბრალდებულ ოთხ პირს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა, ხოლო მეორე დღეს, კიდევ სამს.

თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სულ მცირე 180 ადამიანი დაშავდა.

23 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ დაკავებული იყო 11 ადამიანი, მათ შორის, თავდასხმის უშუალოდ ოთხი მონაწილე, რომლებიც მისივე თქმით, გასართობ ცენტრთან თეთრი "რენოს" მარკის ავტომანქანით მივიდნენ და სროლისა და ხანძრის გაჩენის შემდეგ, იმავე ავტომობილით დატოვეს ტერიტორია. პუტინის განცხადებით, აღნიშნული პირები ბრიანსკის რაიონში დააკავეს. გამოძიების ცნობით, დანარჩენი 7 დაკავებული, შესაძლოა ტერაქტის მომზადებაში მონაწილეობდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა