თეგებით ძიება
29. 03. 2024 სპორტი

მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს - „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი მამარდაშვილზე

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „მალიორკასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან ბედნიერია გიორგის განვითარებით და თქვა, რომ მისი ზედა ზღვარი არავინ იცის.

„დიახ, მეც მგონია, რომ მამარდაშვილი ლალიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თუნდაც, მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მიღებული გამოცდილებისა და ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე. ფაქტები ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ზედა ზღვარი არ ვიცით და უწყვეტი ზრდა აქვს.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს. მნიშვნელოვანია ისეთი მეკარის ყოლა, რომელიც გუნდს ქულების მოპოვებაში ეხმარება, როგორც გიორგი. იმედი მაქვს, რომ ნაკრებში მიღწეული წარმატება მასზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს, მან თავის ქვეყანასთან ერთად რაღაც ისტორიულს მიაღწია“, - განაცხადა ბარახამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა