„სამი საათი ველოდებოდი თამაშის დაწყებას, მაგრამ ღირდა...“ – ვინ არის ბიჭი კიბით, რომელიც სტადიონზე მუშად გადაცმული შეიპარა (ვიდეო)
საქართველო-საბერძნეთის ძალიან ბევრ ქართველ გულშემატკივარს არ შეხვდა ბილეთი. ლევან ყიზილაშვილმა სტადიონზე შესვლის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა.
ლევანი „დინამო არენაზე“ მუშად გადაცმული და დიდი კიბით მივიდა და სტადიონზე შესვლა და თამაშის ყურება მოახერხაა.
გადაცემაში „შენი დილა“, ლევან ყიზილაშვილი თავად ჰყვება, როგორ შეიპარა საქართველო – საბერძნეთის მატჩზე:
„არსებობდა თეორია, რომ კიბით ყველგან შეიძლება შეხვიდე.. სტადიონთან რომ მივედი, დაცვა მეკითხება, ბილეთი გაქვსო? ვუთხარი, რა ბილეთი, სანამ თამაში დაიწყება, უნდა მოვასწრო ტაბლოს გამოცვლა, მალე ხალხი აირევა, ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, ერთ ბურთს ამდენი კაცი დასდევს-მეთქი. ვეუბნები, ტაბლოზე ერთი წერტილია გამორთული, თუ ეს არ ჩავსვი, ჩვენი ქულა არ დაეწერება…
სტადიონზე უპრობლემოდ შევედი. სამი საათი ველოდებოდი თამაშის დაწყებას, მაგრამ ლოდინი ღირდა“, – იხსენებს ლევან ყიზილაშვილი.
შეგახსენებთ, საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
@ras_gunshot ეს იყო სასწაული 🙏❤️ ამისთვის ღირდა ყველაფერი 💪 მადლობა საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს 🇬🇪 გილოცავ საქართველოვ ჩვენ ეს ერთად შევძელით #fyp #foryou #ფორიუ #საქართველო #ეროვნულინაკრები @ეროვნული ნაკრები @EURO2024 ♬ original sound - Levan Kizilashvili