თეგებით ძიება

ჩვენს არჩევნებზე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო, რა დროს წყალმომარაგება და ბილინგვური სწავლების მეთოდებია, შენ ხო არ უბერავ ძამია? - გიორგი ფოფხაძე სახალხო დამცველს

რა დროს წყალმომარაგება და ბილინგვური სწავლების მეთოდების დანერგვაა? შენ ხო არ უბერავ ძამია? - საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს მიმართავს:

„მეოთხე დღეა, ჩვენს არჩევნებზე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო, არ დარჩენილა პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადამკვირვებლო მისია, პრესა, ტელევიზია, გაზეთი, ინტერნეტ რესურსი, ბლოგერი, იუთუბერი, ტიკტოკერი რავი კიდე ვინ არა...

ნუ აღარაფერს ვამბობ იმ ვნებათაღელვაზე რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არის და ამ დროს ჩვენი სახალხო დამცველი, ანუ ქვეყნის მთავარი მომრიგებელი და უფლებადამცველი იცით რითაა დაკავებული? არაა?  ხოო და რასაც ახლა დავწერ გაგაოცებთ კი არა და შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ.. სტატუსი წამოვიღე სახალხო დამცველის ოფიციალური გვედიდან და ცოტა დიდია ამიტომ, მართლა პირველ კომენტარში დავდებ..

ბიჯოოო, შე დამბლავ, პირი ქვისკენ მიქნია  და"ქვეყანა ინგრეოდა და ქლიბაძე დავლურს უვლიდაო" შენზეა კაცო ნათქვამი?

აბა რა დროს წყალმომარაგებაა და ბილინგვური სწავლების მეთოდების დანერგვის მეთოდები? შენ ხო არ უბერავ ძამია?

PS. მართლა გეუბნებით არ დაიზაროთ და პირველ კომენტარში წაიკითხეთ, რითია დაკავებულიუ ეს მფრინავი ქლიბი და..

PSS. რასაც გაიფიქრებთ, ერთი არ აცდეს... იიიშ“ - წერს გიორგი ფოფხაძე.

პოსტის კომენტარში ვკითხულობთ, რომ 30 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან.

შეხვედრებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს, ისაუბრეს ასევე, ბილინგვური სწავლების მეთოდის საყოველთაო დანერგვის აუცილებლობაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა