2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რთული და მოუსვენარი დღეა. ჰოროსკოპი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და მოულოდნელად შექმნილი უსიამოვნო სიტუაციებიდან გამოსავლის ძებნა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ ეს იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ვარაუდობდით. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ეცადეთ, მომხდარში დადებითი მხარეები დაინახოთ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.
კურო
გვერდზე გადადეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები - ეს დღე ხელსაყრელია სერიოზული საქმეების საკეთებლად. იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. გამონახეთ დრო სასიამოვნო საქმეებისთვისაც - საინტერესო წიგნი წაიკითხეთ ან საგანმანათლებლო მოგზაურობაში გაემგზავრეთ. შესაძლოა, საღამოს საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
უჩვეულო სიტუაცია, რომელშიც დღეს აღმოჩნდებით, გაიძულებთ, ბევრ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ და განსხვავებულად შეაფასოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლეთ და თავს უხეშობის ან ირონიის უფლება არ მისცეთ - ეს დიდი ხნით გააფუჭებს ურთიერთობას, რომელსაც ძალიან უფრთხილდებით. ეცადეთ თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ.
კირჩხიბი
აქტიური და მოვლენებით მდიდარი დღეა. ეს დღე რომ ნაყოფიერი იყოს, მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები დაისახოთ. უმჯობესია დღის პირველ ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ და საღამოსთვის მეორეხარისხოვანი საქმეები შემოინახოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე - ზამთარი მოახლოვდა.
ლომი
კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში დაჰყვება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წარსული გამოცდილება და ძველი შეცდომები არ დაგავიწყდეთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სასურველია, რომ საღამო სუფთა ჰაერზე, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.
ქალწული
ამ დღეს პრობლემები ისეთ დროს შეგექმნებათ, როცა არ ელით. იძულებული იქნებით, რომ გართობისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს. გირჩევთ, საღამო მშვიდად და მოდუნებულად გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.
სასწორი
გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები. ძალებს მეორეხარისხოვან ამოცანებზე ნუ დახარჯავთ და მნიშვნელოვანი საქმისთვის შემოინახეთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ბუნებაში დასვენება ძალას შეგმატებთ.
მორიელი
ამ დღეს უმჯობესია კარგად ნაცნობი ხერხებით იმოქმედოთ და ექსპერიმენტებზე უარი თქვათ. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომები და უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. მოემზადეთ რთული პერიოდისთვის, როდესაც მოულოდნელი აღმოჩენების გაკეთება მოგიწევთ. ამ დღეს რაც უფრო ბევრ ახალ ადგილზე მოხვდებით და ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მით მეტი შანსია, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ.
მშვილდოსანი
აქტიური პოზიცია დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატების მიაღწიოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატოთ და ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. მოერიდეთ კონკურსებში და შეჯიბრებებში მონაწილეობას, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულწრფელად მოდის თქვენი გულიდან.
თხის რქა
გირჩევთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ის შეიძლება გაუარესდეს და უსიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს. თუ შესაძლებელია, სამუშაო ხვალისთვის გადადეთ და დაისვენეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ჯგუფებს. ამ დღეს ჯობია განმარტოვდეთ, რათა სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ და ძალები აღიდგინოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ მალე თქვენმა ცხოვრებამ სხვა კალაპოტში გადაინაცვლოს, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ ის გახდეთ, რაზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.
მერწყული
მოემზადეთ სასიხარულო სიახლეებისთვის - ცვლილებები, რომლებზეც ოცნებობდით, უკვე კარს მოგადგათ. ახალი ნაცნობობა არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ. სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა ბოლო დღეებში დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
თევზები
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. სხვების რჩევა ან დახმარება სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ. ნუ დათანხმდებით საეჭვო შეთავაზებებს - თქვენი დაუფიქრებელი ქმედებების შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.
წყარო: ფანთაიმი