თეგებით ძიება

"ხელისუფლებაზე ზეწოლა მრავალმხრივი უნდა იყოს, რათა არჩევნების შედეგებს გადაეხედოს" - სიმონ ჯანაშია

"ხელისუფლებაზე ზეწოლა მრავალმხრივი უნდა იყოს, რათა არჩევნების შედეგებს გადაეხედოს" - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელმა, სიმონ ჯანაშიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მთავარი მიზანი ამ წუთას არის არჩევნების შედეგების გადახედვა და ახალი არჩევნების გამოცხადება. ჩვენ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად. ეს იქნება ქუჩის პროტესტი, თუ საერთაშორისო აზრის მობილიზაცია. მიზანი არის ცხადი. ჩვენ ვიცით, რომ გაყალბდა არჩევნები და ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე უნდა იდგეს. მრავალმხირივი უნდა იყოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა არჩევნების შედეგებს გადაეხედოს", - ამბობს სიმონ ჯანაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა