თეგებით ძიება

ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქვეყნის სრულ ოკუპაციას ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ - მამუკა ხაზარაძე

ხვალ უკვე შევალთ სასამართლოში და ყველა ოლქში აღმოჩენილ დარღვევებს გავასაჩივრებთ! - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქვეყნის სრულ ოკუპაციას ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ. დღეს ელჩებს გავაცანით ანგარიში, რომელიც მოიცავს უტყუარ მტკიცებულებებს იმისა, თუ როგორ მიიტაცეს ამომრჩეველთა ხმები დანაშაულებრივი სპეცოპერაციის გზით. 

ხვალ უკვე შევალთ სასამართლოში და ყველა ოლქში აღმოჩენილ დარღვევებს გავასაჩივრებთ! 

პროტესტის პარალელურად ყველა სამართლებრივი გზა უნდა ამოვწუროთ. მოქმედებაა საჭიროა ყველა ფრონტზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ხალხის სიმართლე და ნება - მათი ევროპული არჩევანი! - წერს მამუკა ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა